18:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 01:40:51, 771 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - აშშ-ს ავღანეთში კონკრეტული მიზნები ჰქონდა, რომელსაც დიდი ხნის წინ მიაღწია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთში შესვლისთვის ქვეყანას კონკრეტული მიზნები ჰქონდა, რომელსაც დიდი ხნის წინ მიაღწია და ამიტომ, ახლა იქ ჯარების დატოვების საჭიროება აღარ დგას. 

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს, ბაიდენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება სწორად მიაჩნია. 

ავღანეთში არსებულ ქაოტურ ვითარებაზე საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის იდგა არჩევანის წინაშე – გაეყვანა ამერიკული ძალები ამ ქვეყნიდან, ან კიდევ ათასობით სამხედრო გაეგზავნა ავღანეთში „ომის მესამე ათწლეულის“ დასაწყებად.

"ჩვენ 20 წლიან ომში ერთი ტრილიონი ამერიკული დოლარი დავხარჯეთ. დიდი რესურსი ჩავდეთ ავღანეთში და რა მოხდა? მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს, ავღანეთის სამთავრობო ჯარი სრულად ჩამოიშალა, ხელისუფლებამ ძალაუფლება დათმო. ამერიკელი სამხედროები ვერ და არ ჩაერევიან ამ პროცესებში. კიდევ რამდენი წელი უნდა დავრჩენილიყავით ავღანეთში? რამდენი ამერიკული სიცოცხლე უნდა დაგვეკარგა? წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავაგრძელოთ, ეს არ შეიძლება". - ამბობს ბაიდენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics