23:49 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 20:29:56, 640 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკო და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.
 

მთავრობის მეთაური ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, მემორიალთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ვიცე პრემიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, პარლამენტის დეპუტატებთან- გელა სამხარაულთან, დავით სონღულაშვილთან, დავით მათიკაშვილთან და ირაკლი ქადაგიშვილთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან ერთად იმყოფებოდა.
 
თავდაცვის ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამებით მოკლეს. 2013 წელს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით - „სამშობლოსათვის თავდადებული".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics