|
2021-08-13 10:37:47, 427 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა
არსებული გამოწვევების შეფასებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად კონკრეტული გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყურადღება ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაზე გამახვილდა. განიხილეს ინფიცირებულ პაციენტთა კლინიკური მართვის პროტოკოლი და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)