|
2021-08-10 10:41:23, 479 ნახვა
საზოგადოება
„სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” კონკურსის გამარჯვებულ სკოლებს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქ.რუსთავში არსებული სკოლებისთვის იდეების კონკურსი „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” ჩატარდა. კონკურსის მიზანი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სასკოლო გარემოსდაცვით პროექტებში მასწვლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობის წახალისება იყო. კონკურსის შედეგად, 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რომლებიც, მიმდინარე წლის ბოლომდე, სკოლის ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად, სხვადსხვა ღონისძიებას განახორციელებენ. რუსთავის მე-7, მე-9 და 21-ე სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ხელს შეუწყობენ ეკოკლუბების დაარსებას, ველოსიპედით გადაადგილების პოპულარიზაციას; ჩაატარებენ ჰაერის ხარისხის შესახებ ცნობიერების დონის კვლევას, ასევე, მოსწავლეების სამეცნიერო პიკნიკებს, ღია გაკვეთილებს გარემოსდაცვით საკითხებზე, გამწვანების ღონისძიებებს და მათი მოვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს. „გარემოსდაცვით აქტივობებში მასწავლებლების და მოსწავლეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევა დროულ და ეფექტიან შედეგებამდე მიგვიყვანს. მჯერა, რომ შევძლებთ უკეთესი გარემო და მეტი მწვანე სივრცე შევუქმნათ ჩვენს მომავალ თაობებს. აუცილებელია, ვასწავლოთ და აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზდები გარემოსდაცვით ღონისძიებებში, რომ ამით ხელი შევუწყოთ მათში ეკომეგობრული უნარ-ჩვევების განვითარებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, ქ. რუსთავის მერის მოადგილე დავით იშხნელი, UNDP-ის „მმართველობის რეფორმის ფონდის” გარემოსდაცვითი კოორდინატორი და კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” წარმომადგენელი ნათია ცვარიანი. კონკურსის გამარჯვებულ სკოლებს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ, აქტივობების განხორციელებაში პედაგოგებს და მოსწავლეებს კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი” დაეხმარებათ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)