13:26 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 18:47:40, 628 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო მედიასა და ორგანიზაციებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს

გვინდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოვუწოდოთ, დროულად გაიარონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია - აკრედიტაცია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრში.

„მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონდებლობით დადგენილი უამრავი პროცედურა და ღონისძიება არის განსახორციელებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ამიტომ, ჩვენ გვინდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოვუწოდოთ, დროულად გაიარონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია - აკრედიტაცია.'' - განაცხადა ნათია იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც მეორედ იყო გასამართლებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics