|
2021-08-02 17:51:58, 797 ნახვა
პოლიტიკა
IRI-ის კვლევა - მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ოცნებას“ 26%, „ნაცმოძრაობას“ 14% მისცემდა ხმას
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველო“ 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას,გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“, 14% „ნაცმოძრაობას“, 9% კი, გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა ხმას. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: „შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%; „გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%; „სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; „ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე" - 2%, „პატრიოტთა ალიანსი" - 2%; „მოქალაქეები" - 2%; „ერი- ლევან ვასაძე" - 1%; „ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%; „ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%; „დროა" - ელენე ხოშტარია 1 %; „გირჩი" - 1%; სხვა პარტიები - 1%. პასუხი „არ ვიცი" აირჩია - 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)