|
2021-08-01 16:33:08, 611 ნახვა
პოლიტიკა
ელჩი: ვისაც შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, მოაწეროს, ვინც მოაწერა, პირობები შეასრულოს
საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ყველა პარტნიორის განცხადებაში, ისევე, როგორც საელჩოს განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ საქართველოს მეგობრები ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების გამო იმედგაცრუებულები არიან. ელჩის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმება საუკეთესო გზამკვლელია, რომელიც ქართველმა ლიდერებმა 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეათანხმეს, რათა ჩატარებულიყო ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს სჭირდება. "ყველა განცხადებაში, რომელიც წავიკითხე, მათ შორის, ჩვენს განცხადებაში, მკაფიოდაა აღნიშნული, თუ რამდენად იმედგაცრუებული არიან საქართველოს მეგობრები იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, გავიდეს ამ შეთანხმებიდან. ეს არის საუკეთესო გზამკვლევი, რომელიც ქართველმა ლიდერებმა 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეათანხმეს იმ რეფორმების ჩასატარებლად, რომელიც საქართველოს სჭირდება. შეთანხმების იდეა და ღირებულება მდგომარეობდა იმაში, რომ მხარეებმა შეათანხმეს ის ერთად და ერთად აიღეს ვალდებულება, რომ შეასრულონ რეფორმები. ჩვენი იმედია, რომ ეს შეთანხმება გააგრძელებს გარკვეული სტრუქტურისა და ჩარჩოს უზრუნველყოფას მხარეების ერთად მუშაობისთვის". – ამბობს კელი დეგნანი. ტაბულა საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანს ეყრდნობა. ამასთან, ელჩის თქმით, სანქციების დაკისრებაზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ ვნახავთ 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერების მხრიდან ვალდებულებების შესრულების კეთილსინდისიერების ვალდებულებას. "კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომელსაც ჯერ არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებისთვის, ხელი მოაწერონ მას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება. თუმცა, ამავე დროს, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დადეს პირობა და აიღეს ვალდებულება, შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები". – ამბობს ელჩი.
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)