16:01 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 15:00:49, 506 ნახვა

პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე - შანსი არ ჰქონდათ 43%-ის!

შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! 5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას - ასე ეხმაურება ,,რესპუბლიკური პარტიის'' ლიდერი ხათუნა სამნიძე  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეის განცხადებას.

მისი თქმით, კობახიძის განცხადება ევროპზე უარის თქმას ნიშნავს.

,,შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! 5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას, საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატების აკრეს - არაფერმა არ უშველა. მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი წკუა არ ყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო და გადაწყვიტეს. ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების! ესა მათი მიზანიც - სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის! არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!'' - წერს სამნიძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics