04:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 11:06:43, 2469 ნახვა

ომი უკრაინაში
სსსტც „დელტაში“ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.– ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც ცენტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ.

,,ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში. გარდა ამისა, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები შეიქმნა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ვაქცინაცია საკუთარი სამსახურის ლოკაციის მიხედვით შეუძლიათ. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თავდაცვის ძალების, დაახლოებით, 25 პროცენტი აცრილია, მაჩვენებლი კი, მზარდი’’.- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics