08:32 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-23 14:37:09, 1293 ნახვა

კომენტარი
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ მუნიციპალიტეტის სარეკლამო ხარჯებზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია

თბილისის მერია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

„პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის, საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა. 

აქვე განვმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, მათ შორის: საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოციალური მედიის 33 ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საინფორმაციო პოსტების სპონსორობისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს - 137,139.41 ლარი; 2019 წელს - 143,590.42 ლარი; 2020 წელს - 58,117 ლარი; 2021 წელს - 15,028 ლარი“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics