|
2021-07-22 17:05:47, 992 ნახვა
საზოგადოება
არ დავაბრუნებ - თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. მინისტრმა სოციალურ ქსელში „მთავარის“ მიკროფონთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამიერიდან, გაკეთებული საქმეების შესახებ „ამ მიკროფონით უნდა გვაუწყოს“. „დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი „ქართუ ფონდის“ მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ." - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)