10:47 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 18:46:37, 1096 ნახვა

რეგიონი
აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე მზარდია

რეგიონში "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

,,სინოფარმის“ ვაქცინით, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურის საჯარო სკოლის პედაგოგები აიცრნენ. 

პროცესს ადგილზე აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად დაესწრო.

„აღსანიშნავი ფაქტია, რომ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ მზარდია და  საშუალოდ 1000 ზე მეტი მოქალაქე იცრება კოვიდსაწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით. განსაკუთრებული  მადლობა პედაგოგებს ასეთი აქტიურობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობისთვის.  ეს პროცესი არა მარტო ბათუმში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებსა და მთიან აჭარაშიც აქტიურად მიმდინარეობს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას აცრისკენ, ეს ერთადერთი გზაა ვირუსის დასამარცხებლად“, - აღნიშნა მარი ზანაქიძემ.

დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში ამ ეტაპზე სულ 38 562 მოქალაქეა ვაქცინირებული. მათ შორის: ფაიზერი-4536; ასტრაზენეკა-6328; სინოვაკი-12648; სინოფარმი-15050;





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics