|
2021-07-20 11:02:38, 511 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოში დევნილთა ახალი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია გაიმართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ახალი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაცია DEPA CONSULTING-ის ანალიტიკურმა ექსპერტმა მონაცემთა ბაზის მოდელირების პირველი ეტაპი წარადგინა და განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ახალი ბაზის შექმნა დღის წესრიგში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დადგა. ახალი ელექტრონული ბაზა ერთ სივრცეში მოაქცევს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია სააგენტოს საქმიანობის განხორციელებისთვის. ამასთან, ელექტრონული ბაზა არსებულ რეალობაზე მორგებული და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი იქნება. დევნილთა მონაცემების ახალი ელექტრონული ბაზის შექმნა „ლტოლვილთა დანიის საბჭოსა“ და „გერმანიის თანამშრომლობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)