13:42 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 14:02:17, 367 ნახვა

საზოგადოება
1-ელი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულებამ 13 მილიონ 322 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 15,069 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 13 მილიონ 322 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,034 ტონით (67%), ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 229 ათას აშშ დოლარით (65%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (9,378) და სომხეთში (4,757 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (337 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ბელარუსიში (99 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (18 ტონა).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics