|
2021-07-17 12:11:58, 648 ნახვა
საზოგადოება
ამერიკა საქართველოს „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად გადასცემს
ამერიკის მთავრობა საქართველოს „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად გადასცემს და ვაქცინას უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა. „ბოლო დღეებში ხედავთ, რომ გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების მატება. მინდა, ვუთხრა ხალხს, მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა არ იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩამოგვეტანა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მილიონი დოზა ვაქცინა არის ადგილზე, „ფაიზერის“ ერთი მილიონის მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინები. ამასთან, „ფაიზერის“ ნახევარ მილიონი დოზის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)