18:06 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-14 13:19:54, 942 ნახვა

პოლიტიკა
ხაშურის საკრებულოს 7-მა მაღალი თანამდებობის პირმა „ქართული ოცნება“ დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა

დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7-მა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა „ქართული ოცნება“ და გიორგი გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ შეუერთდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან „ქართული ოცნება“, ოცნების ხელისუფლება დაშორდა იმ პრინციპებსა და მიზნებს, რომლისთვისაც ჩვენ 2012 წელს ვიბრძოლეთ, ვტოვებთ უმრავლესობის რიგებს და ვაგრძელებთ ბრძოლას, არათუ ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვიცით რომ ჩვენს განცხადებას ბევრი ადამიანი ელოდება, მოგიწოდებთ შემოგვიერთდით ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის“, - განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაშურის საკრებულოს დეპუტატებმა.

პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების და პარტიაში „საქართველოსთვის" გადასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე - ვაჟა ხარშილაძემ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - ირინე გელაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, მამუკა წიქარიშვილმა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე - ზვიად ტეფნაძემ, სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე - ანა ხარებავამ, ფრაქცია  ქართული ოცნება -მრეწველების თავმჯდომარე - ჯონდო კაპანაძემ და  ფრაქცია ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის მოადგილე -  ემზარ მურჯიკნელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics