|
2021-07-09 23:47:54, 629 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება
თბილისის მერიის, „საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა“ და „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის“ მხარდაჭერით, ასევე, ა(ა)იპ „ჩოგბურთის“ ორგანიზებით, 12-დან 18 ივლისის ჩათვლით, საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება. შეჯიბრი „საქართველოს თასი TEN-PRO Global Junior Tour“-ის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია TEN-PRO Global Junior Tour-ის ეგიდით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 30–მდე ქვეყნის 300 ნორჩი ჩოგბურთელი მიიღებს. საქართველოს თასი ბიჭებსა და გოგონებს შორის შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში ტარდება: U10, U11, U12, U13, U14, U15 და U16 (2005-დან 2013 წლამდე დაბადებულთა შორის). სპორტსმენები ორ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ. ტურნირის განმავლობაში, თითოეულ მოთამაშეს შეუძლია, სულ მცირე ოთხ მატჩში მიიღოს მონაწილეობა. შეჯიბრს ათი დღის განმავლობაში, „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია“ უმასპინძლებს. საჩოგბურთო შეჯიბრში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ნიდერლანდები, სერბეთი, ბელგია, ბელარუსია, ბრაზილია, ყაზახეთი, მალტა, ინდოეთი, ირანი, თურქეთი და სხვა. ტურნირის გახსნის ღონისძიება მონაწილე ქვეყნების წარდგენით დაიწყება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საერთაშორისო და საჩოგბურთო ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. პროექტის მიზანი ახალგაზრდა ჩოგბურთელების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული ტურნირის განვითარებაა. თარიღი და დრო: 11 ივლისი, 18:00 საათი მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N29 გ საკონტაქტო პირი: თამარ საგანელიძე - 593 61 66 70
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)