18:53 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 17:21:21, 664 ნახვა

პოლიტიკა
12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელებენ.

„პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში არა მარტო ფრაქციების, არამედ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უნდა გაერთიანდნენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის 12 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პარლამენტის დადგენილების პროექტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ.

დადგენილების პროექტს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე წარადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics