|
2021-07-08 13:49:30, 665 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში „თბილისი პრაიდის“ დაზარალებული ოფისის აღსადგენად თანხების შეგროვება დაიწყეს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ, 5 ივლისს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაავრცელა. სამოქალაქო სექტორი გმობს 5 ივლისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ 5 ივლისი იყო დღე, რომელიც „იწვევდა შიშს ღრმად კონსერვატული ქვეყნის ლგბტქ+ საზოგადოებაში“. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოება „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმასაც ეხმაურება. „„თბილისი 5 ივლისს არეულობამ მოიცვა, როდესაც ანტო-ლგბტქ+ აქტივისტებმა, ძირითადად რელიგიურმა ჯგუფებმა და მამაკაცებმა, „თბილისი პრაიდის“ ოფისი დაარბიეს. დარბევამ ქუჩაში გადაინაცვლა, დემონსტრანტები ძალადობრივად შეეჯახნენ მშვიდობიან მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს. ეს იყო დღე, რომელიც შიშს იწვევდა ღრმად კონსერვატული ქვეყნის ლგბტქ+ საზოგადოებაში, რამაც „თბილის პრაიდი“ აიძულა არ განეხორციელებინა „ღირსების მარში“, - ვკითხულობთ განცხადებაში ამასთანავე, როგორც ცნობილია, მსოფლიო მასშტაბით გაიხსნა გულშემატკივართა დაფინანსების გვერდი JustGiving-ი, სადაც გროვდება თანხა „თბილისი პრაიდის“ ოფისის, „უფრო და უფრო აღდგენაში“. გვერდზე, სადაც მოქალაქეები სახსრებს აგროვებენ, კომენტარებში ქართველების მიმართ გამამხნევებელი სიტყვებია აღწერილი: „გმირები ხართ“, „დარჩი ხილული“. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, ძალადობრივი და ჰომოფობური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისს დაესხნენ თავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)