|
2021-07-07 12:16:13, 562 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ძალადობაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში თესავდნენ ძალადობას
ჩვენ გვქონდა ძალიან მკაფიო განცხადებები. არ ვიცი ამაზე მკაფიო და მძაფრი განცხადება როგორ შეიძლება გაკეთდეს. ძალადობის მიმართ ჩვენი პოზიცია რჩება ასეთივე მკაფიო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, ძალადობასა და აგრესიაზე საუბრობენ ის ძალები, რომლებიც მთელი წლების განმავლობაში თესავენ აგრესიას და იდეოლოგიურ ძალადობას ქვეყანაში. „ესენი არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, რომლებიც მუდმივად აფრქვევენ აგრესიასა და ძალადობას. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში აგრესიის კერების გაღვივებას, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. ვინც უპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, ვინც უპირისპირდება ეკლესიას, ვინ უპირისპირდება რელიგიურ გრძნობებს, გარკვეულ დოგმებსა და შეხედულებებს, ბუნებრივია ისინი არიან აგრესორები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის აგრესია, რომელსაც ყველა უნდა დაუპირისპირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმშვიდე ამ საზოგადოებაში ვერ დაისადგურებს. ვიდრე ასეთი ძალები არიან აქტუალურები ჩვენს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მანამდე ქვეყანას არ ექნება სრული სიმშვიდე, აქედან გამომდინარე, საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას. ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)