20:02 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 15:07:33, 580 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, კლინიკებში პირდაპირი რიგის საშუალებით 400-მდე პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ 300-დან 400-მდეა პირს, ვაქცინაცია კლინიკებში, პირდაპირი რიგის საშუალებით ჩაუტარდათ.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მიმდინარე კვირის განმავლობაში აცრის დინამიკა კიდევ უფრო მოიმატებს.

„ჰაკერული შემოტევების გამო პორტალმა კვირას, შუადღის შემდეგ დაიწყო ფუნქციონირება. დღეს დილისთვის რა ინფორმაციაც მაქვს, სულ რეგისტრაცია გაიარა 27 000-ზე ოდნავ მეტმა ადამიანმა. აქედან გუშინ 2 000-ზე მეტი, ამ მომენტისთვის 25 000 ადამიანია ჩაწერილი „სინოფარმზე“ და ეს რეგისტრაცია გახსნილია 19 ივლისამდე. ჩვენ გავხსენით დაახლოებით 100 000 ადგილი „სინოფარმზე“ რეგისტრაციისთვის 19 ივლისამდე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს აქტივობა მაღალი არაა, თუმცა პირველ დღეს 25 000-ის ჩაწერა ცუდი არ არის. დღეს მომცეს საათობრივი დინამიკა და ის თანდათანობით იმატებს.

ჩაწერის გარდა გუშინ აცრილი იყო დაახლოებით 300-დან 400-მდე პირი ე.წ. ვირტუალური კაბინეტებით და პირდაპირი რიგით. დღევანდელი აცრის პროგნოზი არის 4 556. აქედან „სიონაფარმზე“ არის 3 156, „სინოვაკზე“ – 1 196 და „ასტრაზენეკაზე“ – 204. დღეს კიდევ მოიმატრებს ეს მაჩვენებელი და დიდი იმედი გვაქვს, ამ კვირის განმავლობაში ზრდის დინამიკა იქნება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, ეს ცოტაა იმასთან შედარებით, რაც გვინდა და საჭიროა კუმულაციური იმუნიტეტისთვის. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ნაწილი სწორედ ამ საკითხზე მსჯელობას მიეძღვნა“, - განაცხადა ამირან გაყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics