20:02 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 12:03:14, 580 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლის მოსახლეობას კარბის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება

შიდა ქართლის მოსახლეობას კარბის  რეაბილიტირებული  სარწყავი სისტემა  ემსახურება. შპს „საქართველოს მელიორაციამ“  გორის მუნიციპალიტეტში კარბის სარწყავი სისტემის  რეაბილიტაცია განახორციელა.  აღდგენილ  სისტემაში წყალი გაშვებულია.

პროექტის ფარგლებში  10 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა. არხები გაიწმინდა ნატანი მასისგან და რკინაბეტონის ღარებით მოპირკეთდა; მოეწყო ტიპიური ნაგებობები, წყალაღებისა და წყალგანაწილების კვანძები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ კარბისა და მერეთის ნაწილის 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

პროექტის ღირებულებაა   468 700  ლარი.

საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს  და რწყვის პროცესის მიმდინარეობას  შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური  დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული  ვალერიან მჭედლიძე გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics