|
2021-07-03 18:09:49, 736 ნახვა
საზოგადოება
ბალანჩივაძეების ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტროტუარი მოეწყობა და 4 858 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო. „საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ბალანჩივაძეების ქუჩაზე დავიწყეთ. აღნიშნული ქუჩა საკმაოდ დატვირთულია და მოსახლეობას ამორტიზებულ გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მცხოვრებლები მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 450 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კი, კომპანია „ლ. ენდ ლ“ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)