|
2021-07-02 15:55:31, 1147 ნახვა
საზოგადოება
TDI - პანდემიის დროს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა
„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2020-2021 წლების ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, სულ უფრო საგანგაშო ხდება ხელისუფლების დამოკიდებულება რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების მიმართ. „ის ღიად და ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის. კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ უმცირესობებზე აისახა. შექმნილმა ვითარებამ რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში არსებული არაერთი სისტემური პრობლემა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა“, - ნათქვამია ანგარიშში. როგორც ორგანიზაციაში მიიჩნევენ, პანდემიის დროს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა. „რიგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებულ მოპყრობას, ერთი მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ. დიფერენცირებულ მიდგომას თან ერთვოდა უმაღლესი თანამდებობის პირების დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებები. განსაკუთრებით საგანგაშო იყო პრემიერ გახარიას და ვიცეპრემიერ ცქიტიშვილის დისკრიმინაციული და არასეკულარული განცხადებები, რომლითაც მათ პანდემიის დროს საპატრიარქოსთვის მინიჭებული პრივილეგიები და სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა გაამართლეს. კვლავინდებურად პრობლემური დარჩა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი და საქმიანობა. სააგენტოს, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების და ზოგადად, პანდემიის პერიოდში, არ გაუკეთებია არცერთი განცხადება და არ მოუმზადებია რაიმე დოკუმენტი/რეკომენდაცია კრიზისულ სიტუაციაში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)