|
2021-06-30 22:52:23, 792 ნახვა
კომენტარი
დიდი ბრიტანეთი და გერმანია - ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას
„ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ დოკუმენტში წერია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი და მხარს ვუჭერთ მრავალმხრივ თანამშრომლობას. ვაგრძელებთ რეფორმების გატარების პროცესების მხარდაჭერას რეგიონის ექვსივე ქვეყანაში, საზოგადოებისათვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად და როგორც შიდა, ისე გარე დარტყმების მიმართ პარტნიორი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მიზნით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ რეფორმის მდგრადი განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და კარგი მმართველობის კუთხით, ასევე ყურადღებას ვამახვილებთ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე. სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის საჭიროებას, როგორც ორი ერის დაახლოებისა და შერიგების ერთადერთ გზას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)