|
2021-06-30 16:26:15, 905 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - პარტიებს არ აღმოაჩნდათ კაცური ღირსება, ქალური სოლიდარობა, ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადათ
არც ერთ პარტიას, „ენჯეოს“ და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თამარ ჟვანიას თანამდებობის დატოვების საკითხს. როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, ჟვანიას მიმართ არსებული ბარლდებები ვერავინ დაასაბუთა. „ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები: - გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი); - გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა; - გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება; - გაუყალბეს არჩევნების გაყალბება... ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არცერთ პარტიას, „ენჯეოს“ და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა“, - წერს კობახიძე.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)