14:24 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 15:07:51, 722 ნახვა

რეგიონი
შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელები და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის: მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება, 2021 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულება, სოციალური, ინფრასტრუქტურული და საამშენებლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიმდინარეობა. ასევე, მოისმინეს მუნიციპალიტეტში პანდემიის დროს გატარებული ღონისძიებები, მიმდინარე ვაქცინაციის და მასობრივი ტესტირების შესახებ ინფორმაცია.

იმსჯელეს, მუნიციპალიტეტის სოფლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. სხდომა კითხვა-პასუხისა რეჟიმში წარიმართა. ომარ ტაკიძემ, სხდომის წევრებს ადგილობრივი და სხვადასხვა უწყებების მიერ განსახორციელებელი პროექტები გააცნო და უპასუხეს საბჭოს წევრების შეკითხვებს. განიხილეს ასევე სხვა შემხვედრი საკითხებიც. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიზანია მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics