14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 15:12:37, 558 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბრიტანეთის ელჩს და ხომალდ HMS DEFENDER-ის მეთაურს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ის მეთაურს, II რანგის კაპიტანს ვინს ოუენს შეხვდა.

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის ბრიტანულ მხარეს  მადლობა გადაუხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ბრიტანეთთან არსებული საქმიანი ურთიერთობების მნიშვნელობას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზეც.

მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე რომელშიც, ბათუმს როგორც საპორტო ქალაქს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი HMS DEFENDER ბათუმში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics