|
2021-06-29 12:56:09, 565 ნახვა
საზოგადოება
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამსახურების ინსტიტუციური განვითარების საკითხები განიხილეს
სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ძირითადი გამოწვევები და მიღწევები განიხილეს. რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებმა საქმიანობის მოკლე მომიხილვა თემატურ პრეზენტაციებად წარადგინეს. ღონისძიებაზე მოისმინეს გაეროს განვითარების პროგრამის VET პროექტის რეგიონალური საექსტენციო მხარდაჭერის აქტივობების, მათ შორის მცირე საგრანტო კომპონენტის ეტაპობრივი შედეგები და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FA0-ს პრეზენტაცია ექსტენციის სტრატეგიის განახლების შესახებ. სამუშაო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ პროექტის, მეორე ფაზის მხარდაჭერით, ასევე შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)