|
2021-06-25 15:38:33, 512 ნახვა
საზოგადოება
სუხიშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. კეთილმოწყობილი სივრცე დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დაათვალიერა. ,,კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა დედაქალაქს ილიკო სუხიშვილის სახელობის სკვერის სახით, რომელიც დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. ეს სკვერი პრაქტიკულად, განადგურებული იყო, არ იყო შემორჩენილი მწვანე ნარგავებიც. ახლა კი ეს კეთილმოწყობილი სივრცე ბულვარით დაუკავშირდება ახლომდებარე მეორე სკვერს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, კიბეები, ფანჩატური, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები, სასმელი წყლის სოკო და წყარო მოეწყო, ასევე, განთავსდა საპარკე ფურნიტურა. განხორციელდა გამწვანების სამუშაოებიც - დაირგო სხვადასხვა სახეობის 1306 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი. დასრულებულ სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)