10:33 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 00:02:12, 551 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ ანა ჩერნიშოვას შეხვდა

იუსტიციის სამინისტრო გაერო-ს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდა, რაც  არბიტრაჟისა და მედიაციის სფეროში მჭიდრო პარტნიორობას გულისხმობს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება სერვისების გაციფრულების კუთხითაც.

„ვფიქრობ, გვექნება ძალიან საინტერესო თანამშრომლობა,  რაც, საბოლოო ჯამში,  ჩვენს მოსახლეობას და თანამემამულეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს“,-  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა  ანა ჩერნიშოვამ იუსტიციის მინისტრს შთამბეჭდავი პარტნიორობისთვის  მადლობა გადაუხადა.

„ეს შეხვედრა ძალიან წარმატებული იყო, რადგან განვიხილეთ  სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით, შესაძლო ცვლილებები საარბიტრაჟო კანონში. აგრეთვე, საქართველოში რეგიონული ცენტრის შექმნის საკითხი არბიტრაჟისა და მედიაციის კუთხით. ვისაუბრეთ სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics