|
2021-06-03 19:09:48, 1225 ნახვა
კომენტარი
ტელეკომპანი „იმედი“ - არ მივიჩნიეთ განსაკუთრებული მნიშნელობის მოვლენად „მოძრაობა საქართველოსთვის“ შეკრება
„არ მივიჩნიეთ განსაკუთრებული მნიშნელობის მოვლენად „მოძრაობა საქართველოსთვის“ შეკრება“, - ამის შესახებ განცხადებას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „იმედი“ გიორგი გახარიას ეთერს არ დაუთმობს. „სამწუხაროა, რომ ახალშობილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლის სლოგანია არავის წინააღმდეგ, თავისი აქტივობა დაიწყო მედიის მისამართით „თითის ქნევით“ და გაილაშქრა ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ. ამ შეკრებაზე ჩვენი ტელეკომპანია არ იყო წარმოდგენილი მარტივი მიზეზით: ჩვენ შემოგვთავაზეს ფორმატი, რომელშიც რამდენიმე ტელევიზიის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანებს, ერთად იბარებდნენ ინტერვიუზე გიორგი გახარიასთან. დამკვიდრებული პრაქტიკით, ამგვარი ფორმატი გულისხმობს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ან გამოიყენება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენების გაშუქების შემთხვევაში. ტელეკომპანია იმედმა არ მიიჩნია მოძრაობა საქართველოსთვის შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და არც ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ტელეკომპანია, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ყველაზე მეტად დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. შესაბამისად, „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის მიზანია, შევეწინააღმდეგოთ ანტიდემოკრატიული ძალების პოლიტიკურ რეანიმაციას, რასაც მხილებით და სიმართლის თქმით ვაკეთებთ - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: გიორგი გახარიას მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვება იმ მომენტში, ცალსახად ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. რაც შეეხება მის სურვილს, დავუთმოთ იმედის ყველაზე რეიტინგული ეთერი - ბატონი გახარიას მიერ ჩვენს ტელეკომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმის შემდეგ, მისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა, ჯერჯერობით არარელევანტურად გვეჩვენება“, - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)