11:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-30 11:16:11, 1969 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ასობით მომიტინგემ ბელარუსში დაკავებული პროტასევიჩის მხარდამჭერი აქცია გამართა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ასობით მომიტინგემ ბელარუსში დაკავებული პროტასევიჩის მხარდამჭერი აქცია გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, აქციის მონაწილეები რომან პროტასევიჩის და მისი შეყვარებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

საპროტესტო გამოსვლები ლიტვაში, პოლონეთში, ავსტრალიაში, გერმანიაში, უკრაინაში, ირლანდიაში, ჰოლანდიასა და  აშშ-ში გაიმართა.

"მე მოვუწოდებ, ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს დაგვეხმარონ რომანის და სოფიას გათავისუფლებაში", - განაცხადა ვარშავაში გამართულ მიტინგზე პროტასევიჩის დედამ.

ჟურნალისტის მამა კი აცხადებს, რომ მათ სურთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვა უშიშრად შეეძლება.

სხვადასხვა ქვეყნებში გამართული აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბელარუსის დროშა წარწერით : "დავეხმაროთ ბელარუსს", "თავისუფლება ბელარუსს".

ლიტვაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ბელარუსი ოპოზიციონერი ქალი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელმაც განაცხადა, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება და მას სჯერა ბელარუსის უკეთესი მომავლის.

"ბელარუსი არ დათმობს", - აცხადებს ტიხანოსვკაია.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ათენი-ვილნიუსის რეისის დროს დააკავეს. ამის  მიზეზად Ryanair- ის ბორტზე ბომბის არსებობა დასახელდა.

პროტასევიჩს ბრალად მასობრივი არეულობების მოწყობა ედება და აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics