|
2021-05-26 13:08:00, 804 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი
თბილისის მერმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა რთული იყო და მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. „ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან დღეს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, შენარჩუნებისთვის, შემდეგ დაბრუნებისთვის და მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც თავი დასდო ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, მათი სულები დღეს ხარობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია. მინდა, დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაა, რაც დროებითია და ის საქართველოს განვითარებაზეა დამოკიდებული. „სამწუხაროდ, დღეს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი. მომდევნო წლების განმავლობაში, გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ ამ ტერიტორიების დაბრუნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)