|
2021-05-18 13:02:20, 497 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე: დედაქალაქში არაერთი არეალი ქაოტური განაშენიანებისგან დავიცავით
დედაქალაქში არაერთი არეალი ქაოტური განაშენიანებისგან დავიცავით, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკის“ პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, დედაქალაქში მშენებლობა შესაფერის ადგილას, დაგეგმილი ფორმით უნდა განხორციელდეს. „ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ქალაქის ქაოტური განაშენიანებისგან დაცვა იყო. ჩვენ არ გავცემთ მშენებლობის ნებართვას, ვიდრე მისი დეტალური დაგეგმარება არ მოხდება. ასეთი დამოკიდებულებით განაშენიანებას ბევრი მნიშვნელოვანი სივრცე გადავარჩინეთ. ერთ-ერთი მათგანია დიღმის ტყე-პარკი, სადაც ტერიტორიები პრივატიზებული იყო, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე გამოვისყიდეთ. იგივე ითქმის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ყველამ კარგად ვიცით იპოდრომზე კორტების მაგალითიც. აქ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის მიზნით, დაახლოებით, 10-11 წლის წინ, მიწის ნაკვეთი პრივატიზებული იყო და ჩვენ მისი ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. გავიხსენოთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც, ჩვენ აქ მშენებლობის ნებართვა არ გავეცით და სკვერები მოვაწყვეთ. ცნობილია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ გაცემული ნებართვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ სასტუმრო არ აშენდება. ბოლოს კი დიდ დიღომში ანბანის სკვერს გამოვყოფდი. საბოლოოდ, თითოეული მათგანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს უჯდება მილიონობით ლარი, მაგრამ ეს არის ის სიკეთე, რაც ჩვენს ქალაქს უნდა შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალიტეტი ნებართვებს გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სათანადოდ გეგმარება მოხდება. „დედაქალაქის მასშტაბით, დაუსახლებელ, ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ არეალებზე მშენებლობის ნებართვას გავცემთ დეტალური დაგეგმარების შემთხვევაში. ასეთი ტერიტორიებია: თბილისის ზღვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები და სხვ. ჯამში, 11 არეალია, რომელიც გენერალური გეგმით იქნა განსაზღვრული“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)