|
2021-05-14 15:42:24, 723 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - როგორც კი დავინახავთ, რომ მესამე ტალღა გადავლახეთ, გადავხედავთ ე.წ კომენდატის საათს
როგორც კი დავინახავთ, რომ მესამე ტალღა გადავლახეთ, გადავხედავთ ე.წ კომენდატის საათს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოში უკვე გამოჩნდნენ ტურისტები, თუმცა ეს არ არის სრულყოფილი მანამ, სანამ არსებობს გარკვეული შეზღუდვები. „დაინახავთ უკვე ჩვენ ქუჩებში ტურისტებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი მანამ, სანამ არსებობს ღამის საათების შეზღუდვა ან შაბათ-კვირის რესტორნების შეზღუდვა. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ საკოორდინაციო საბჭოზე, რომ როგორც კი დავინახავთ, რომ მესამე ტალღა გადავლახეთ და უკეთესობისკენ მივდივართ და არის ახლა ამის ნიშნები, პირველივე შემთხვევისას, შესაძლებლობისას, შევამცირებთ ამ შეზღუდვებს, მოვხსნით შეზღუვას შაბათ-კვირის სარესტორნო ინდუსტრიაზე და არსებითად გადავხედავთ ე.წ კომენდატის საათს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)