16:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 12:18:21, 2073 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ კომენდატის საათის შემსუბუქებაზე შესაძლოა მაისის ბოლოსკენ იმსჯელონ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ე.წ კომენდატის საათის შემსუბუქებაზე შესაძლოა მაისის ბოლოსკენ იმსჯელონ.

როგორც თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ეპიდვითარება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდეს.

„ახლა პიკში ვართ, ამდენად არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული, რომ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდატის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. დღეს ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ კომენდატის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. მესმის, ეს არის რთული, ამაზე მიდის მსჯელობა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, მაისის ბოლოსკენ, როდესაც პროგნოზულად ის პიკი რაც გვაქვს და მაისის მეორე ნახევარში უნდა შემსუბუქდეს, შემდეგ გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics