|
2021-05-10 16:08:43, 1098 ნახვა
სამართალი
პროკურორი - არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნიკა მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის თვითმიზანი არ ყოფილა ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა. როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, ნიკა მელიას პატიმრობა იყო უალტერნატივო გარემოება იმის გათვალისწინებით, რომ ნიკა მელია არ იხდიდა გირაოს. „ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი. ის გარემოება, რომ ის საპატიმროშია, გამოწვეუული იყო იმით, რომ მის მიმართ არსებობდა რისკები და აუცილებელი იყო მათ აღმოსაფხვრელად აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. 25 თებერვლის შეთავაზების შემდგომ არაერთხელ მოისმინეთ ადვოკატებისგან, ასევე ბრალდებულისგან, რომ პროკურატურის შეთავაზება სამართლებრივ მოცემულობას არ შეესაბამება, თუმცა 8 მაისს ყველამ ნახეთ, რომ ეს არა თუ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, ძალიან მარტივად განხორციელებადი იყო ტექნიკურადრაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების კონკრეტულ სახეს, პატიმრობას, ეს იყო ფატქობრივად, უალტერნატივო გარემოება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება - გირაო არ სრულდებოდა მისი მხრიდან“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)