10:28 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 16:08:39, 863 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხოს, რასაც აკეთებენ, შეთანხმებიდან გასვლაა

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხოს, რასაც აკეთებენ, შეთანხმებიდან გასვლაა, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯარაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიცია დღეს გაივლის კონსულტაციას, აქვს თუ არა აზრი ოპოზიციის მიერ პარლამენტში ალტერნატიული ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირებას.

„ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ. რასაც ისინი აკეთებენ, ჩემი აზრით, ეს არის შეთანხმებიდან გასვლა. ჩვენ, ოპოზიციამ კონსულტაცია უნდა გავიაროთ, ღირს თუ არა რომ ჩვენი ალტერნატიული ვერსია დავარეგისტრიროთ, თუ საერთოდ ამასაც არ აქვს აზრი. ორ ვერსიას განვიხილავთ - ერთი, რომ ალერნატიული კანონპროექტი დავარეგისტრიროთ, რაც იძულებულს გახდის პარლამენტის ნებისმიერ წევრს, ვინც ახლა შესული არის, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოუწიოს ან მეორე ვერსია არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაინც თავისას მიიღებენ, ამას შეიძლება დიდი აზრი აღარ ჰქონდეს, ამიტომ დღეს შევიკრიბებით და გადავწყვეტეთ, ვიმსჯელოთ და ან იმ გზით წავიდეთ ან ამ გზით", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics