08:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 11:10:53, 520 ნახვა

სამართალი
ახმეტაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული ი.ქ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზ.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics