|
2021-04-24 13:11:19, 733 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „თვალის ამოთხრაზე“ ამნისტიის კანონი ვერაფრით ვერ გავრცელდება
შევეცდები ავუხსნა დაზარალებულებს, რომ თვალის ამოთხრაზე ვერაფრით ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, 19-21 ივნისის საქმეზე არც ერთი სამართალდამცველი არ არის პასუხისგებაში მიცემული. „არც ერთი ადამიანი არ არის პასუხისმგებაში მიცემული, რომელსაც ეს დანაშაული აქვს ჩადენილი, იმიტომ რომ, ყველამ კარგად იცის, მსუბუქი მუხლით ვერ მოხდება მათი გასამართლება. დაზარალებულებს თანავუგრძნობ და მე ავუხსნი, შევეცდები ავუხსნა დეტალურად, რომ თვალის ამოთხრაზე ვერაფრით ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.
უკრაინამ ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ობიექტებზე თავდასხმები განხორციელა
აშშ ესპანეთის მთავრობას ევროპაში მასიური არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)