12:41 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 12:33:27, 748 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ პოზიცია ამნისტიის თაობაზე მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაა

ასეთი პოზიციებით გამოსვლა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს და შეიძლება სხვაც მასზე აყოლილი, არის ჩაშლის მცდელობა იმ შეთანხმების, რასაც მივაღწიეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამნისტიის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს.

როგორც მან აღნიშნა, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი, რომელმაც გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციაში.

„პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აიღონ პოლიტიკურმა სუბიექტებმა თავის თავზე გულისხმობს არა კონკრეტულ გვარებს, არამედ აქტს, რომელმაც გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაში. მე არც პოლიციელების ადვოკატი ვარ, მითუმეტეს არც მელიას და რურუას ადვოკატი ვარ, არც იმ ხუთი პიროვნების, ვინც დროებით არიან გამოშვებულები გირაოთი, ეს არის დამოკიდებულება რაც პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა გამოხატონ პოლიტიკური ვითარების მიმართ და საქართველოში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ აქტით. ასეთი პოზიციებით გამოსვლა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს და შეიძლება სხვაც მასზე აყოლილი, არის ჩაშლის მცდელობა იმ შეთანხმების, რასაც მივაღწიეთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ობიექტებზე თავდასხმები განხორციელა
აშშ ესპანეთის მთავრობას ევროპაში მასიური არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics