15:49 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 16:52:52, 541 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა კიდევ რამდენიმე საათით გადაიდო

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა რამდენიმე საათით გადაიდო, - აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" ევროკავშირის წარმომდგენლობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა 17:00 საათის ნაცვლად 19:00  საათზე შედგება.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაზე მედიატორის როლს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეასრულებენ.

ამასთან, ამ დროისთვის უცნობია რა იქნება შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები.

17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე.

„ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ასევე გაცნობებთ, რომ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ოპოზიცია ამ დრომდე ხელს არ აწერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics