12:43 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 16:46:54, 850 ნახვა

კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, სხვადასხვა ჯგუფი დაგვიპირისპიროს

„ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, სხვადასხვა ჯგუფი დაგვიპირისპიროს“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ხეობის მცველების“ წინააღმდეგ ბინძური  კამპანიაა აგორებული.

„ინტერნეტსივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციიდან გააძევეს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ინფორმაციაა.

 ამ ყველაფერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ბატონ მალხაზსაც შევეხმიანეთ და მასაც ავუხსენით ეს ყველაფერი.

აქ მოსვლა არავისთვის აკრძალული არ არის და ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას ისედაც ვემიჯნებით. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ ამ თემას არ მოჰყვეს შემდგომი გაგრძელება და გვინდა, რომ აღარ იყოს ამ თემაზე სპეკულაციები.

მოგეხსენებათ, რთულ ფაზაში ვართ გადასული და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, დააპირისპიროს ჩვენთან სხვადასხვა პერსონა თუ ჯგუფი.

ვხედავთ, რომ ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics