|
2021-04-17 15:41:00, 991 ნახვა
პოლიტიკა
მარინა კალიურანდი ოპოზიციურ პარტიებს დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს
ესტონელი ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მიმართვას აქვეყნებს და ოპოზიციას დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს. როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, კომპრომისული დოკუმენტი მხარეებს ბალანსირებულ გამოსავალს სთავაზობს და ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ითვალისწინებს. „მივესალმები მთელი გულით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ხელი მოაწეროს კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ამჟამინდელი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძიების მიზნით, ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იყო მიღებული. დარწმუნებული ვარ, ეს კომპრომისული დოკუმენტი სთავაზობს მხარეებს, ბალანსირებულ გამოსავალს და ითვალისწინებს ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ყურადღების ცენტრში პირველ რიგში იყო მმართველი პარტია. ახლა, როდესაც ამ უკანასკნელმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს გასულ შემოდგომას გამართული არჩევნების შემდეგ, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და კეთილსინდისიერება და აგრეთვე მოაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს. ისტორიამ გვასწავლა, ბევრ სიტუაციაში, დიდმა სახელმწიფო მოღვაწეებმა იცოდნენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება არაპოპულარული ჩანდეს, ზოგჯერ საჭიროა ქვეყნისთვის უფრო დიდი სიკეთის მისაღწევად“, - წერს კალიურანდი. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი საჯაროდ მოაწერა. თუ რა საკითხებს მოიცავს აღნიშნული დოკუმენტი, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)