|
2021-04-16 17:20:37, 654 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რა შემთხვევაში განიხილავს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით
თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმართველობის არჩევნებში, განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როდესაც ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, პარტია გამოხატავს მზადყოფნას რომ უპრობლემოდ ჩააბაროს ეს ტესტი. თვითმართველობის არჩევნებშიც. 40% არის საკმარისი ლეგიტიმაცია, რომ მმართველობის პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა პარტიამ აიღოს საკუთარ თავზე. ეს ტესტი არის ჩვენი მხრიდან შეთავაზებული ჩვენ მზად ვართ, რომ 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოვიყენოთ, რომ თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევაში, განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)