11:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 13:05:21, 644 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ბრალდების მხარე კი დაკავებულების მხრიდან, მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრობდა.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics