|
2021-04-14 12:45:13, 516 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას არავინ აპირებს
არავინ არ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ნიკა მელია იყოს განეიტრალებული, შემდგომ კი, პოლიტიკური პატიმრები ოპოზიციასთან და დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ გამოიყენოს. „უკვე ორი თვეა ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. თითქმის 2 წელია უკვე ეს საქმე მიმდინარეობს, მაგრამ არც ერთი სასამართლო სხდომა დღემდე არ გამართულა. ამაზე პასუხი მარტივია - ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. მისი მთავარი ამოცანა არის ნიკა მელია იყოს განეიტრალებული, შემდგომ კი, უკვე პოლიტიკური პატიმრები გამოიყენოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ, მაგრამ არავინ არ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას. ნიკა მელია და გიორგი რურუა უპირობოდ უნდა გადავისუფლდნენ საპატიმროებიდან და ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)