|
2021-04-12 11:15:30, 676 ნახვა
პოლიტიკა
გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღგენაზე საუბარი ნაადრევია
საქართველოში რადიკალურად განწყობილი ძალები გაურკვევლობას მატებენ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღგენის საკითხს, რომელზეც ჯერ ადრეა საუბარი, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია. „რადიკალი მყვირალები“ საქართველოში (გავიხსენოთ შემთხვევა ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით) მხოლოდ და მხოლოდ ამატებენ ჩამოუყალიბებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო საკმაოდ მახინჯი ინციდენტი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაბანალნსებული განცხადება, რომელმაც დაგმო მომხდარი“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა. გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ გააგრძელებს კონტაქტს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან. „ჩვენ 2012 წლიდან ვმუშაობთ ერთობლივად და ამას მოაქვს პრაქტიკული შედეგები რიგ მნიშვნელოვან საკითხებში. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის და საქართველოში შიდა პოლიტიკური ბრძოლის გამო, ხშირად ეს ძალიან რთულია. პანდემიამ არ მოგვცა საშუალება 2020 წელს შევხვედრილიყავით, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ონლაინ-ფორმატში და ვიმედოვნებთ, რომ გვექნება პირისპირ შეხვედრაც“, - დასძინა გრიგორი კარასინმა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)