|
2021-04-10 13:25:12, 963 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ კიდევ ერთმა წევრმა, ლევან თარხნიშვილმა დატოვა
პარტია „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთმა წევრმა, ლევან თარხნიშვილმა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ლევან თარხნიშვილი აცხადებს, „ევროპულ საქართველოში“ მისი წარმოდგენები პარტიის მომავალზე, სხვა წევრების მოსაზრებებს არ დაემთხვა. „ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩეჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს“, - წერს ლევან თარხნიშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია „ევროპული საქართველო“ გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ დატოვეს. ამ წუთებში კი, მიმდინარეობს პარტიის ყრილობა, სადაც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)